Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30-მდე გაიზარდა კიევზე 29 დეკემბრის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


რუსული რაკეტის აფეთქების ადგილი კიევში. 2023 წლის 29 დეკემბერი
რუსული რაკეტის აფეთქების ადგილი კიევში. 2023 წლის 29 დეკემბერი

საავადმყოფოში გარდაიცვალა უკრაინის დედაქალაქ კიევზე 29 დეკემბერს განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას დაჭრილი ერთ-ერთი მოქალაქე. ამის შესახებ დღეს, 3 იანვარს, იუწყება კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია. დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. დაჭრილია 29.

29 დეკემბერს რუსეთის არმიამ კიევზე, ლვოვზე, ხარკოვზე, ზაპოროჟიეზე, ოდესასა და სხვა ქალაქებზე მიიტანა მასირებული შეტევა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის განცხადებით, ეს იყო ჰაერიდან ყველაზე მასირებული იერიში, რომლის დროსაც მოწინააღმდეგემ გამოიყენა 158 რაკეტა და დრონი. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 158-დან 114 სამიზნე გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG