Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება 2023 წელს 50 მილიარდით გაიზარდა


რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება გაიზარდა
რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება გაიზარდა

2023 წელს რუსეთის უმდიდრესი მეწარმეების ქონება 50 მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა. გამოთვლები Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგზე დაფუძნებით გააკეთა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti-მ.

ამ მონაცემების მიხედვით, კიდევ უფრო გამდიდრდა რუსეთის ხუთი მოქალაქე: ნავთობის ფირმა „ლუკოილის“ დამფუძნებელი ვაგიტ ალეკპეროვი (+9,29 მილიარდი დოლარი), სასუქების საწარმო „ევროხიმის“ თანადამფუძნებელი ანდრეი მელნიჩენკო (+5,67 მილიარდი დოლარი), მეტალურგიული საწარმო НЛМК-ის დამფუძნებელი ვლადიმირ ლისინი (+4,08 მილიარდი დოლარი), „ლუკოილის“ ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ ფედუნი (+3,91 მილიარდი დოლარი) და გაზის მომპოვებელი საწარმო „ნოვატეკის“ ხელმძღვანელი ლეონიდ მიხელსონი (+2,83 მილიარდი დოლარი).

2022 წელს Bloomberg-ის სიაში მოხვედრილი უმდიდრესი რუსების საერთო ქონების მოცულობა შემცირდა 94 მილიარდი დოლარით, რის მიზეზიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები იყო.

ალეკპეროვსა და ფედუნს სანქციები არ შეხებია. ლისინს სანქციები დაუწესა მხოლოდ ავსტრალიამ. მიხელსონი სანქციების სიაში შეიყვანეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ, მაგრამ არა აშშ-მა და ევროკავშირმა.

მელნიჩენკომ თავის მიმართ დაწესებული სანქციები სასამართლოში გაასაჩივრა.

XS
SM
MD
LG