Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში თავს დაესხნენ "თიბისი ბანკის" ფილიალს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

თბილისში თავს დაესხნენ "თიბისი ბანკის" ფილიალს, რომელიც ცინცაძის ქუჩაზე მდებარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მძარცველმა თანხის წაღება ვერ მოახერხა, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების ცნობითვე, დაშავებული არავინაა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG