Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში 80-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა


მიწისძვრამ მასშტაბური ნგრევა გამოიწვია იშიკავის პრეფექტურის ქალაქ სუზუში
მიწისძვრამ მასშტაბური ნგრევა გამოიწვია იშიკავის პრეფექტურის ქალაქ სუზუში

იაპონიაში ათასობით მაშველი განაგრძობს დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გადარჩენილთა ძებნას.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ დანგრეულ შენობებში დარჩენილია ბევრი ადამიანი, რომლებიც შველას ელოდებიან. კიშიდას თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა დღეს, 4 იანვრის საღამოსთვის, როცა კატასტროფიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი 72 საათი გადის, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინონ.

იაპონიაში 1 იანვარს მომხდარი 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 81 ადამიანი. 50-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.

მიწისძვრის ეპიცენტრი ნახევარკუნძულ ნოტოზე, იშიკავის პრეფექტურაში მდებარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მხოლოდ ქალაქ სუზუში სრულად ან ნაწილობრივ დანგრეულია სახლების დაახლოებით 90%. მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა იშიკავის მეზობელ პრეფექტურებშიც.

XS
SM
MD
LG