Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის "მოსადის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სააგენტო ყველგან მოძებნის ჰამასის წევრებს


დავიდ ბარნეა, ისრაელის "მოსადის" ხელმძღვანელი
დავიდ ბარნეა, ისრაელის "მოსადის" ხელმძღვანელი

ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, "მოსადის" ხელმძღვანელი დავიდ ბარნეა ოთხშაბათს აცხადებს, რომ სააგენტო მოძებნის ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის ყველა წევრს, რომლებიც მონაწილეობდნენ ისრაელზე 7 ოქტომბერს მიტანილ იერიშში. ბარნეას თანახმად, არ აქვს მნიშვნელობა, თუ სად იმყოფებიან ისინი.

ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე ბეირუთში, სავარაუდოდ, ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ჰამასის ხელმძღვანელის მოადგილე მოკლეს. ისრაელი უარს ამბობს, უპასუხოს გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ დარტყმა მან განახორციელა, თუმცა ბარნეას განცხადებები მიანიშნებს, რომ ეს მართლაც ასე იყო. ბარნეამ პარალელი გაავლო მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარი მკვლელობების შემდეგ შექმნილ ვითარებასთან, როცა "მოსადის" აგენტებმა მოძებნეს და დახოცეს ისრაელელი ათლეტების მკვლელობებში მონაწილე პალესტინელი მებრძოლები.

ლიბანურ დაჯგუფება ჰეზბოლასთან პოტენციური ესკალაციის გამო, ისრაელში ოთხშაბათს ომის საფრთხის მაღალი დონე იყო გამოცხადებული. ეს მოხდა მას მერე, რაც ლიბანის დედაქალაქზე მიტანილ იერიშს ემსხვერპლა ჰამასის ყველაზე გავლენიანი წევრი სალეჰ ალ-არური.

XS
SM
MD
LG