Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტს აქვს დისკრეცია, თუ გააკეთებს, არ გამიკვირდება - მეუფე იაკობი სააკაშვილის შეწყალებაზე


ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ "არ გაუკვირდება", თუკი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან კომენტარში თქვა საპატრიარქოში, პატრიარქ ილია მეორის იუბილეზე მისვლისას.

"პრეზიდენტს დისკრეცია აქვს. თუ გააკეთებს, არ გამიკვირდება. პრეზიდენტისგან არაფერი არ გამიკვირდება. რასაც ვხედავ, შეუძლია შეიწყალოს", - თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა. ჟურნალისტის კითხვას, უნდა დარჩეს თუ არა საპატიმროში მიხეილ სააკაშვილი, იგი პასუხობს: "საპატიმროში კარგა ხანია, არ მინახავს, მე მგონი, მშვენიერ პალატაშია".

მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალებისთვის. მას კიდევ სამ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი. სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც დღემდე იმყოფება.

მიმდინარე წლის 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მას უარი უთხრა დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.

XS
SM
MD
LG