Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ისლამურმა სახელმწიფომ" პასუხისმგებლობა იკისრა ორ აფეთქებაზე ირანში


ირანში 3 იანვარს მომხდარ აფეთქებებს ემსხვერპლა სულ მცირე 84 ადამიანი.
ირანში 3 იანვარს მომხდარ აფეთქებებს ემსხვერპლა სულ მცირე 84 ადამიანი.

ექსტრემისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" (IS) პასუხისმგებლობა იკისრა ირანში მომხდარ ორ აფეთქებაზე, რომლებსაც ემსხვერპლა სულ ცოტა 84 ადამიანი - აფეთქებები მოხდა კერმანში, ირანის ელიტური "ყუდსის ძალების" ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის დაღუპვიდან მეოთხე წლისთავის აღსანიშნავ მსვლელობაზე.

ექსტრემისტული ჯგუფი ტელეგრამით წერს, რომ მისმა ორმა წევრმა "მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი ჟილეტები". ინციდენტმა გააღრმავა შიშები რეგიონში კონფლიქტის გაფართოებაზე მაშინ, როცა ისრაელი განაგრძობს შეტევას ღაზის სექტორზე აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის წინააღმდეგ, იემენში განთავსებული ჰუთი მეამბოხეები კი განაგრძობენ თავდასხმებს წითელი ზღვის კომერციულ არხებზე.

ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA 4 იანვარს ავრცელებს ჯანდაცვის უწყების ცნობას, რომლითაც დაღუპულებზე მანამდე გავრცელებული მონაცემი (95 ადამიანი) შემცირებულია. ამ ცნობის თანახმად, დაღუპულია 84-მდე ადამიანი, აფეთქებების შედეგად დაიჭრა 284 პირი.

მანამდე, 4 იანვარს, ირანის პრეზიდენტის თანაშემწემ აფეთქებებში ისრაელი და აშშ დაადანაშაულა. აშშ-მა უარყო, რომ აფეთქებების უკან ვაშინგტონი ან ისრაელი იდგნენ.

XS
SM
MD
LG