Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ევროკავშირი ცდილობენ, არ დაუშვან ღაზის ომის გავრცელება სხვა რეგიონებზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი (მარცხნივ) და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი. ბრიუსელი, 4 აპრილი, 2023.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი (მარცხნივ) და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი. ბრიუსელი, 4 აპრილი, 2023.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერი ჟოზეპ ბორელი 5 იანვარს იწყებენ ახლო აღმოსავლეთში ვიზიტებს, რათა სცადონ შეაკავონ ღაზის კონფლიქტის გავრცელება ისრაელის მიერ ოკუპირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ლიბანსა და წითელი ზღვის სანაოსნო გზებზე.

ვიზიტები ტარდება თითქმის სამი თვის მერე მას შემდეგ, რაც სამხრეთ ისრაელს თავს დაესხა პალესტინური ექსტრემისტული დაჯგუფება ჰამასი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. ჰამასის თავდასხმას ისრაელში 1200 ადამიანი ემსხვერპლა, 240-მდე ადამიანი მძევლებად აიყვანეს. ამ თავდასხმას მოჰყვა ისრაელის თავდაცვის არმიის იერიში ღაზის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ღაზაში 22 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, ხოლო სექტორის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული.

XS
SM
MD
LG