Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თიბისი ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა


თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა
თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თიბისი ბანკზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულ გუგა გოცირიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო პროცესი დღეს, 5 იანვარს გაიმართა. ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობის, ადვოკატი კი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

გამოძიების ინფორმაციით, 3 იანვარს, თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის ფილიალში, ბრალდებული პისტოლეტის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულს ითხოვდა. მათივე ცნობით, ბანკში განგაშის სიგნალის ჩართვის გამო, ბრალდებულმა თანხის წაღება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა.

დანაშაული სახედ 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG