Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 120-ს გადააჭარბა


მიწისძვრის შედეგად ჩანგრეული გზა. იაპონია. ანამიზუს მახლობლად. 3 იანვარი, 2024 წელი
მიწისძვრის შედეგად ჩანგრეული გზა. იაპონია. ანამიზუს მახლობლად. 3 იანვარი, 2024 წელი

1 იანვარს იაპონიაში, ისიკავის პრეფექტურაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 126-ს მიაღწია. ამის შესახებ 6 იანვარს იტყობინება ტელეკომპანია NHK-ი. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხოლო დაკარგულად ითვლება 200-ზე მეტი.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ისიკავაში გრძელდება, თუმცა, მაშველების თქმით, გადარჩენილთა პოვნის შანსი ყოველდღიურად მცირდება. სამაშველო სამუშაოებს ართულებს ამინდის გაუარესება - თოვლი და დაბალი ტემპერატურა. ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისქვეშა ბიძგები კვლავ გრძელდება 6 იანვრის ბიძგების სიმძლავრემ 5,3 ბალს მიაღწია.

ხელისუფლების თქმით, უკვე დაზიანებული გზების ნაწილი შეიძლება სულ ჩაინგრეს.

XS
SM
MD
LG