Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეზბოლამ განაცხადა, რომ ისრაელის სადამკვირვებლო პუნქტს 62 რაკეტით შეუტია


გამომძიებლები ათვალიერებენ შენობას, სადაც აფეთქება მოხდა 2 იანვარს, რომელსაც "ჰამასის" ერთ-ერთი მეთაურმ სალეჰ ალ-არური ემსხვერპლა. ბეირუთი. 3 იანვარი. 2024 წელი
გამომძიებლები ათვალიერებენ შენობას, სადაც აფეთქება მოხდა 2 იანვარს, რომელსაც "ჰამასის" ერთ-ერთი მეთაურმ სალეჰ ალ-არური ემსხვერპლა. ბეირუთი. 3 იანვარი. 2024 წელი

Reuters-ის ცნობით, "ჰეზბოლამ" განაცხადა, რომ 6 იანვარს, დილით, 62 სარაკეტო დარტყმა მიაყენა ისრაელის სადამკვირვებლო პუნქტს, აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილი ჰამასის ხელმძღვანელის მოადგილის მკვლელობაზე"წინასწარი პასუხის" სახით.

"ჰამასის" მაღალი თანამდებობის პირი, სალეჰ ალ-არური 2 იანვარს დაიღუპა, როგორც Reuters-ი იტყობინება, ისრაელის უპილოტო საფრენი მოწყობილობის თავდასხმის შედეგად დაჰიეში, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში.

ლიბანის ხელისუფლებამ პროტესტით მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს.

ლიბანის ცენტრალური ხელისუფლება სუსტია და შეიარაღებული დაჯგუფებები, რომელთაგან ყველაზე მძლავრია ჰეზბოლა, ქვეყნის ტერიტორიაზე ფაქტობრივად ავტონომიურად მოქმედებენ.

XS
SM
MD
LG