Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ბრაზილიელი ფეხბურთელი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი მარიო ზაგალო


ბრაზილიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი მარიო ზაგალო - ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ერთადერთი ოთხგზის გამარჯვებული. რიო-დე- ჟანეირო. მარტი, 2003 წელი
ბრაზილიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი მარიო ზაგალო - ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ერთადერთი ოთხგზის გამარჯვებული. რიო-დე- ჟანეირო. მარტი, 2003 წელი

რიო-დე-ჟანეიროში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრაზილიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი მარიო ზაგალო. ის იყო FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ერთადერთი ოთხგზის გამარჯვებული - ორჯერ მან ტიტული მოიგო, როგორც მოთამაშემ, შემდეგ კი - როგორც მთავარმა მწვრთნელმა და მწვრთნელის ასისტენტმა ბრაზილიის ნაკრებში.

1931 წელს დაბადებული ზაგალო თამაშობდა ბრაზილიის კლუბებში, "ფლამენგოსა" და "ბოტაფოგოში" და იყო მარცხენა გარემარბი. მან 36 მატჩი ჩაატარა ბრაზილიის ნაკრებში და 1958 და 1962 წლების მსოფლიო ჩემპიონატები მოიგო.

ზაგალომ თამაშს თავი დაანება 34 წლის ასაკში და მალევე გახდა ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებით ის გახდა პირველი ადამიანი ისტორიაში, რომელმაც მოიგო ჩემპიონის ტიტული, როგორც მოთამაშემ და მწვრთნელმაც.

მარიო ზაგალო თამაშობდა "ფეხბურთის მეფესთან", პელესთან, ერთად, შემდეგ კი მისი მონაწილეობით წვრთნიდა ეროვნულ გუნდს. 1991 წელს ზაგალო ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კარლოს ალბერტო პარეირას თანაშემწე გახდა და 1994 წელს კვლავ მოიგო მსოფლიო ჩემპიონობა.

საერთო ჯამში, ზაგალომ სხვადასხვა ამპლუაში მონაწილეობა მიიღო შვიდ მსოფლიო ჩემპიონატში და მათგან ოთხში წარმატებას მიაღწია.

ის ასევე წვრთნიდა ბევრ საკლუბო გუნდს და სხვა ეროვნულ, მათ შორის კუვეიტისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების, ნაკრებებს.

XS
SM
MD
LG