Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ალილო იმართება


თბილისში საშობაო მსვლელობა, "ალილო", იმართება. მსვლელობის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე 12 საათისთვის შეიკრიბნენ და ფეხით გაივლიან სამების საკათედრო ტაძრისკენ მიმავალ გზას. "ალილოს" პარალელურად, შეზღუდულია გადაადგილება ავტომობილებისთვის იმ ქუჩებზე, სადაც მსვლელობა იმართება.

დღეს, 7 იანვარს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს. "ალილო" შობის ერთ-ერთი ტრადიციაა, რომელიც ბოლო წლებია ეწყობა. პანდემიის დროს ალილოს მონაწილეების რიცხვი შეზღუდული იყო და ისინი ფეხით მსვლელობის ნაცვლად, თბილისის ქუჩებში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ. ქვეითად მსვლელობის ფორმა ამ ტრადიციამ 2022 წლიდან დაიბრუნა.

ალილოს მონაწილე ბავშვები რესპუბლიკის მოედანზე
ალილოს მონაწილე ბავშვები რესპუბლიკის მოედანზე

ამ დღეს გროვდება ტკბილეული, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა ნივთები, რომლებსაც გადაანაწილებენ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

XS
SM
MD
LG