Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა უკრაინაზე მასირებულ შეტევას


სარაკეტო დარტყმით დანგრეული სახლი ხარკოვის ოლქის ქალაქ ზმიევში. 2024 წლის 8 იანვარი
სარაკეტო დარტყმით დანგრეული სახლი ხარკოვის ოლქის ქალაქ ზმიევში. 2024 წლის 8 იანვარი

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 33 დაიჭრა რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის შედეგად. 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ხმელნიცკის ოლქში, 1 - ხარკოვის და 1 - დნეპროპეტროვსკის ოლქში.

ამ სამ ოლქსა და ასევე ზაპოროჟიეში დანგრეული და დაზიანებულია ათეულობით სახლი, ადმინისტრაციული შენობა და სამრეწველო ობიექტი.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 51 აერობალისტიკური, ფრთოსანი და მართვადი საავიაციო რაკეტა, მათ შორის „კინჟალი“ და „ისკანდერი“ და 8 უპილოტო საფრენი აპარატი. საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 18 რაკეტა და 8-ვე დრონი.

XS
SM
MD
LG