Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სამხედრო აეროპორტში ხანძრის გაჩენის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს დაღესტნელი მოზარდი


SU-34-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი
SU-34-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი

რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკის სასამართლომ დაღესტნის რესპუბლიკაში მცხოვრებ 16 წლის მოზარდს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ადგილობრივ სამხედრო აეროპორტში Su-34-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით.

ინციდენტი 4 იანვარს მოხდა. როგორც უკრაინის დაზვერვა მაშინ აცხადებდა, თვითმფრინავი სრულად განადგურდა.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, მოზარდი - რომლის სახელს არ აკონკრეტებენ - მონაწილეობდა დაღესტნის რკინიგზაზე ხანძრის გაჩენის რამდენიმე ინციდენტში, რომლებიც უკრაინის მიერ იყო ორგანიზებული.

XS
SM
MD
LG