აშშ-ის მხრიდან ბოლო 50 წლის განმავლობაში მთვარეზე დაჯდომის მცდელობას, როგორც ჩანს, შესრულება არ უწერია, რადგან 8 იანვარს, გაშვებიდან მალევე, კერძო კომპანიის მიერ წარმოებული დასაჯდომი მოდულიდან საწვავმა გაჟონა.
აშშ-ის კომპანია Astrobotic Technology აცხადებს, რომ შეძლო მოდულის ორიენტირება მზისკენ, რათა დატენილიყო მოწყობილობის მზის ბატარეა. თუმცა კომპანიის განცხადებითვე, საწვავის დაკარგვის მასშტაბი კრიტიკული იყო, რაც ამცირებს იმედს, რომ მართლაც შედგება 23 თებერვლისთვის დაგეგმილი დაშვება მთვარეზე.