Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველოს ფოსტამ" მომსახურება გააძვირა


"საქართველოს ფოსტის" 100 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნის.
"საქართველოს ფოსტის" 100 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნის.

"საქართველოს ფოსტამ" მომსახურება გააძვირა. ეს ინფორმაცია კომპანიამ მას შემდეგ დაადასტურა, რაც სოციალურ ქსელებში კრიტიკული პოსტები დაიწერა.

ფოსტის მომხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ სერვისებზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ:

  • "6 და 8 ლარად ვაგზავნიდი ამანათებს 2023 წლის ბოლომდე, 200 გრამიანი ამანათის სახლში მიტანა 19 ლარი გახადეს";
  • "ადრე თუ 8 ლარი ღირდა რეგიონში სახლამდე რეგისტრირებული გზავნილის გაგზავნა ახლა 19ლარი. 19 ლარი, ხალხო, არ გეჩვენებათ!"
  • "14 ლარი რა უბედურებაა პატარა ამანათის გაგზავნა?! ჯერ მარტივიდან 3 ლარიდან 8-ზე ახვედით, რეგისტრირებულიდან უკვე 14-19 ლარამდე".

"საქართველოს ფოსტა" გავრცელებული განცხადებით ადასტურებს, რომ მომსახურება გაძვირდა. კომპანია განმარტავს, რომ "ტარიფების ზრდა საშუალოდ 15%-ით მოხდა", თუმცა დაკონკრეტებული არ არის, რომელი სერვისი რამდენი პროცენტით გაძვირდა.

"[ფასის ზრდა] განპირობებულია საბაზრო ეკონომიკური პირობებით და იმ ინვესტიციებითა და კაპიტალური ხარჯებით, რაც საჭიროა კარგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი საფოსტო მომსახურების განხორციელებისა და უწყვეტობისთვის", - წერია ფოსტის განცხადებაში.

"საქართველოს ფოსტის" 100 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნის. რადიო თავისუფლება კომპანიის პრესსამსახურთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობს.

XS
SM
MD
LG