Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალ კოლონიაში კარანტინიდან გამოსვლის შემდეგ, ნავალნი სადამსჯელო საკანში მოათავსეს


რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სასამართლო პროცესს ვიდეოკავშირით ადევნებს თვალს. 25 დეკემბერი, 2023 წელი
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სასამართლო პროცესს ვიდეოკავშირით ადევნებს თვალს. 25 დეკემბერი, 2023 წელი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, სავალდებულო კარანტინიდან გამოსვლისთანავე, რომელშიც კოლონიაში მიყვანის შემდეგ იმყოფებოდა, გადაიყვანეს იამალის გამოსასწორებელი კოლონიის სადამსჯელო საკანში.

ამის შესახებ ინფორმაცია მისი სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება.

ამჯერად სადამსჯელო საკანში გადაყვანის მიზეზი გახდა უარი, წესების დაცვით წარედგინა თავი კოლონიის თანამშრომლისთვის, ნათქვამია პოლიტიკოსის შეტყობინებაში. "მსჯავრდადებული ნავალნი... აღმზრდელობით მუშაობას არ ექვემდებარება, სათანადო დასკვნები არ გამოაქვს თავისთვის", - მოჰყავს მას ამონარიდი ადმინისტრაციის დოკუმენტიდან.

ნავალნი სადამსჯელო საკანში შვიდ დღე-ღამეს დაყოფს. ის იზოლატორში 24-ედ გაუშვეს. სადამსჯელო საკანში ყოფნის პირობები განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა. პატიმრებს არ აქვთ უფლება, ამანათები მიიღონ გარედან, ისეირნონ, მათ არ აძლევენ საწოლის თეთრეულს.

XS
SM
MD
LG