Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში რეგისტრაციაში გატარდა ახალი პარტია სარა ვაგენკნეხტის თავმჯდომარეობით


სარა ვაგენკნეხტი გერმანიის მედიასთან საუბრისას. 10 ოქტომბერი, 2023 წელი
სარა ვაგენკნეხტი გერმანიის მედიასთან საუბრისას. 10 ოქტომბერი, 2023 წელი

ბერლინში გაიმართა ახალდაარსებული პარტიის - „სარა ვაგენკნეხტის კავშირი: ჯანსაღი აზრისა და სამართლიანობისთვის“ - პირველი პრესკონფერენცია.

პარტიას ამ ეტაპზე პროგრამა არ აქვს, აქვს მხოლოდ მცირე მანიფესტი. მოელიან, რომ დეტალური პარტიული პროგრამა შემუშავდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ორ წელიწადში.

ამის მიუხედავად, სარა ვაგენკნეხტმა და მისმა თანაპარტიელებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

გერმანიის საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემაა მიგრაცია, ლტოლვილების მოზღვავება. ვაგენკნეხტის პარტია ფიქრობს, რომ მიგრაცია უნდა შეიზღუდოს. პარტიის თავმჯდომარის აზრით, საქმე გვაქვს უკონტროლო მიგრაციასთან.

ის მცდარს უწოდებს გერმანიის მთავრობის პოლიტიკას კლიმატის ცვლილების სფეროში.

პარტია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია და კიევსა და მოსკოვს შორის დაუყოვნებელი სამშვიდობო მოლაპარაკების მომხრეა.

სარა ვაგენკნეხტი მემარცხენე პოლიტიკოსია, ის გერმანიის პარლამენტის აქტიური წევრია, იყო ევროპის პარლამენტის დეპუტატი.

XS
SM
MD
LG