Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატზე


ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა ფიგურულ ციგურაობაში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართულმა სპორტულმა წყვილმა ევროპირველობაზე საპრიზო სამეულში შესვლა შეძლო.

ისტორიული წარმატება შეიძლებოდა კიდევ უფრო შთამბეჭდავიც ყოფილიყო - საქართველოს ნაკრების წევრები ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერები იყვნენ, 71.30 ქულით! მეტელკინა და ბერულავა უახლოეს მდევრებს - გერმანელ მინერვა ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინს 1,67 ქულით უსწრებდნენ, ხოლო მესამე ადგილზე მყოფ იტალიელებს - ლუკერცია ბეკარისა და მატეო გუარისეს - 4,25 ქულით.

ქართველი სპორტსმენები გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე
ქართველი სპორტსმენები გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე

თავისუფალ პროგრამაში მეტელკინა-ბერულავას დუეტმა 124,84 ქულა მოაგროვა, რაც მეხუთე შედეგი აღმოჩნდა. საუკეთესო ბეკარი-გუარისეს წყვილი აღმოჩნდა, თან ისეთი მაღალი მაჩვენებლით (132,14), რომ შეჯამებული ქულებით (199,19) ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატი 196,14 ქულით დაასრულეს. ბრინჯაოს კი კიდევ ერთი იტალიური დუეტი, რებეკა ჯილარდი და ფილიპო ამბროზინი დაეუფლა, 195,68 ქულით.

13 იანვარს მედლები ქალთა შეჯიბრებაში გათამაშდება და ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა. მოკლე პროგრამის შემდეგ, ევროპის მოქმედი ჩემპიონი მესამე ადგილზეა.

XS
SM
MD
LG