Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო, რომელიც გუშინ იპოვეს, ჩამომხრჩვალია - თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია


გარდაცვლილი სამხედრო გორის მუნიციპალიტეტში 11 იანვარს იპოვეს.
გარდაცვლილი სამხედრო გორის მუნიციპალიტეტში 11 იანვარს იპოვეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო, რომელიც გუშინ, 11 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტში იპოვეს, ჩამომხრჩვალია. დაღუპულია 1982 წელს დაბადებული კაპრალი ირაკლი აფრიამაშვილი.

"აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ, 11 იანვარს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში, იპოვეს გარდაცვლილი კაცი. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს ადგილი კაპრალის საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაა.

საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანის) მუხლით.

XS
SM
MD
LG