Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანვრის ბოლოს დასავლეთ უკრაინაში გაიმართება უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი
ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

იანვრის ბოლოს დასავლეთ უკრაინაში გაიმართება შეხვედრა უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, - იუწყება უნგრეთის ხელისუფლება 12 იანვარს.

შეხვედრა შედგება უჟგოროდში, 29 იანვარს, - წერს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ოფისი პლატფორმაზე X.

უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობაში დაძაბულობას იწვევს ისეთი საკითხები, როგორებიცაა დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების უფლებები, უნგრეთის წინააღმდეგობა უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახმარების გამოყოფის მიმართ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, და ორბანის მხრიდან გამოხატული წინააღმდეგობა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყების მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG