Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგში Wildberries-ის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა


ხანძარი Wildberries-ის საწყობში სანქტ-პეტერბურგში, 2024 წლის 13 იანვარი.
ხანძარი Wildberries-ის საწყობში სანქტ-პეტერბურგში, 2024 წლის 13 იანვარი.

სანქტ-პეტერბურგში, მზა პროდუქციის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა - საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება, რომ ხანძრის ფართობი 50 ათასი კვადრატული მეტრია.

ხანძარს მიენიჭა სირთულის მაქსიმალური, მეხუთე რანგი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მათი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

საწყობი მდებარეობს პუშკინსკის რაიონში მოსკოვსკოეს გზატკეცილზე.

ტელეგრამარხ SHOT-ის ცნობით, ხანძარი საწყობის გვერდით მდებარე სატვირთო მანქანის სადგომთან ახლოს გაჩნდა. არხის ცნობით, ხანძრის ჩაქრობას ცდილობს 422-ზე მეტი მაშველი 90 ერთეული ტექნიკით. სანქტ-პეტერბურგის პუშკინსკის უბნის ცა მთლიანად შავია.

ტელეგრამის არხი „ბაზა“ კი წერს, რომ ხანძარი ტანსაცმლის საწყობის მე-7 სართულზე გაჩნდა.

XS
SM
MD
LG