Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში პალესტინელთა მხარდასაჭერ აქციაზე ათასობით პირმა მოთხოვა ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში


ლონდონში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა პალესტინელთა მხარდასაჭერ აქციაში, 2024 წლის 13 იანვარი
ლონდონში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა პალესტინელთა მხარდასაჭერ აქციაში, 2024 წლის 13 იანვარი

13 იანვარს ლონდონში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პალესტინელთა მხარდასაჭერი\ აქციაში, რომელიც გაიმართა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის მოთხოვნით.

ქალაქის ქუჩებში 1700-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული, როცა დემონსტრანტები პარლამენტის მოედნისკენ მიიწევდნენ.

ხალხით სავსე ღონისძიებაზე გამომსვლელებს შორის იყვნენ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, ჯერემი კორბინი და ირლანდიის შინ ფეინის პრეზიდენტი, მარი ლუ მაკდონალდი, რომლებიც გამოვიდნენ "ცეცხლის დაუყოვნებელი და პერმანენტული შეწყვეტის" მოთხოვნით.

მაკდონალდმა თავმოყრილ ხალხს უთხრა, რომ პალესტინელთა თავისუფლება შესაძლებელია. "როცა ამას ვაცხადებ ლონდონში, აქ მდგომი, თქვენთან ერთად, კონფლიქტიდან ჩვენი საკუთარი გზით გამოსული და 25 წელიწადის განმავლობაში მშვიდობისთვის მომუშავე, ეს შესაძლებელია რომ მოხდეს - თქვა მან.

XS
SM
MD
LG