Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში გაანადგურა ქურთი მეომრების 25 სამიზნე


თურქეთის სამხედრო ავიაცია - საილუსტრაციო ფოტო
თურქეთის სამხედრო ავიაცია - საილუსტრაციო ფოტო

თურქეთმა საჰაერო იერიშები განახორციელა ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში და მიზანში ამოიღო ქურთი მეომრების 25 სამიზნე - იუწყება თურქეთის თავდაცვის სამინისტრო 13 იანვარს.

სამინისტროს განცხადებით, ოპერაციები განხორციელდა ჩრდილოეთ სირიაში და ერაყის მეტინის, ჰაკურკისა და ყანდილის რეგიონებში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბევრი მეომარი "ნეიტრალიზებულ იქნა" - რაც, სავარაუდოდ, მოკლულს ნიშნავს - საჰაერო იერიშებით, რომლებითაც განადგურდა 25 სამიზნე, ანუ გამოქვაბულები, თავშესაფრები და საწყობები.

პარასკევს თურქეთის ცხრა ჯარისკაცი ემსხვერპლა შეტაკებებს აკრძალული ორგანიზაციის, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებთან.

XS
SM
MD
LG