Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს კომისარი სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდებს, იმუშაონ ყარაბაღელი ლტოლვილების უსაფრთხო დაბრუნებაზე


დუნია მიატოვიჩი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი
დუნია მიატოვიჩი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა დუნია მიატოვიჩმა სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდა, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე იმ ადამიანთა უფლებების დაცვაზე იმუშაონ, რომლებსაც ორ ქვეყანას შორის ომი შეეხოთ.

12 იანვრით დათარიღებულ განცხადებაში მიატოვიჩი ამბობს, რომ ოქტომბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში განხორციელებული ვიზიტით მისთვის ნათელი გახდა 100 000-ზე მეტი ყარაბაღელი ლტოლვილის მძიმე მდგომარეობა.

აზერბაიჯანმა სექტემბერში განხორციელებული საომარი ოპერაციით დაიბრუნა კონტროლი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აზერბაიჯანის რეგიონად აღიარებულ ყარაბაღზე, რასაც იქიდან ეთნიკური სომხების მასობრივი გადინება მოჰყვა. სომხები აზერბაიჯანის ძალებს ბრალს სდებენ თავდასხმებში, ქონების განადგურებასა და სხვა ტიპის ზეწოლაში.

მიატოვიჩი მიესალმა "აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, იძულებით გადაადგილებული პირების ყარაბაღის რეგიონში დაბრუნების უზრუნველსაყოფად", თუმცა "გამოხატა იმედი, რომ ყველა იძულებით გადაადგილებული პირი რაც შეიძლება მალე შეძლებს დაბრუნებას უსაფრთხო და ღირსეულ [პირობებში]".

XS
SM
MD
LG