Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავარიაში მოყოლის შედეგად მოსკოვში გარდაიცვალა ცნობილი პოეტი ლევ რუბინშტეინი


ლევ რუბინშტეინი
ლევ რუბინშტეინი

მოსკოვში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი პოეტი და ესეისტი ლევ რუბინშტეინი - იუწყება მისი ოჯახი 14 იანვარს.

მოსკოვის კონცეპტუალიზმის სკოლის დამაარსებლად მიჩნეული რუბინშტეინი საავადმყოფოში იყო მას მერე, რაც 8 იანვარს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ჰქონდა მრავალი ტრავმა. პოეტს გაუკეთდა ოპერაცია და იმყოფებოდა მედიკამენტებით გამოწვეული ძილის მდგომარეობაში.

სისხლის სამართლის საქმეა აღძრული 63 წლის მძღოლის მიმართ, რომელიც მას მანქანით შეეჯახა.

რუბინშტეინი 1970-იანი წლებიდან რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოეტი იყო. მას მიაწერენ პოეზიის საკუთარი ფორმის შექმნას, სიტყვიერების, ვიზუალური ხელოვნებისა და პერფორმანსის შერწყმით. მისი ტექსტები 1970-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა საბჭოთა "სამიზდატში" და საზღვარგარეთ.

რუბინშტეინი ასევე იყო აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწე. ის გამოდიოდა ჩეჩნეთის ომის წინააღმდეგ, მხარს უჭერდა ჯგუფ Pussy Riot-ს. 2022 წელს რუბინშტეინმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელშიც დაგმობილი იყო რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა.

XS
SM
MD
LG