Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დროებით, გირაოთი გათავისუფლდნენ ჟურნალისტი ქალები, რომლებიც აშუქებდნენ ამინის საქმეს


ნილუფარ ჰამედი და ელაჰე მოჰამადი ციხიდან გირაოთი გამოსვლის შემდეგ. ირანი. 2024 წლის 14 იანვარი
ნილუფარ ჰამედი და ელაჰე მოჰამადი ციხიდან გირაოთი გამოსვლის შემდეგ. ირანი. 2024 წლის 14 იანვარი

14 იანვარს ირანის ევინის ქალთა ციხიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გირაოთი გათავისუფლდა ორი ჟურნალისტი ქალი, რომლებიც ციხეში მოხვდნენ 2022 წელს ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის მორალის პოლიციაში სიკვდილის გაშუქების გამო - აცხადებს ირანის სასამართლო სისტემა.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჟურნალისტებს აკრძალული აქვთ ქვეყნის დატოვება. პატიმრობაში მათ 17 თვე დაჰყვეს.

ჟურნალისტებს - 31 წლის ნილუფარ ჰამედის და 36 წლის ელაჰე მოჰამადის - შესაბამისად 13 და 12 წლით აქვთ მისჯილი პატიმრობა. მათ ბრალი დასდეს რამდენიმე დანაშაულში, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საწინააღმდეგო ქმედებებში და მტრული შინაარსის პროპაგანდაში, ასევე "თანამშრომლობაში აშშ-ის მტრულ ხელისუფლებასთან". თავად ჟურნალისტები დანაშაულს არ აღიარებენ. მათი გათავისუფლების მოწოდებით გამოდიოდნენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები.

"ნილუფარ ჰამედი და ელაჰე მოჰამადი მხოლოდ იმის გამო ისჯებიან, რომ გააშუქეს პოლიციის მიერ მაჰსა ამინის მკვლელობა და მისი დასაფლავების ცერემონია", - აცხადებს აშშ-ში განთავსებული ორგანიზაცია United For Iran, რომელიც აერთიანებს ირანელ აქტივისტებს და ყოფილ პოლიტპატიმრებს.

XS
SM
MD
LG