14 იანვარს კოპენჰაგენში გაიმართა ტახტის ახალი მონარქისთვის გადაცემის ცერემონია - დედოფალმა, 83 წლის მარგარეტ მეორემ, ტახტი დაუთმო თავის ვაჟს, 55 წლის ფრედერიკს.
დანიის დედოფალმა მონარქად ყოფნის 52 წელიწადის შემდეგ, საახალწლო მიმართვაში გამოაცხადა ტახტის დათმობის გეგმაზე. ის თითქმის 900 წლის განმავლობაში არის დანიის პირველი მონარქი, რომელმაც თავად თქვა ტახტზე უარი.
ახალი მეფის კორონაციის ცერემონიას ათიათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს.