Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლანდიაში ვულკანი ბოლო ერთ თვეში მეორედ ამოიფრქვა


ისლანდიაში ვულკანი 14 იანვარს ამოიფრქვა
ისლანდიაში ვულკანი 14 იანვარს ამოიფრქვა

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ბოლო ერთ თვეში მეორედ ამოიფრქვა. მას წინ მიწისძვრა უძღოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქ გრინდავიკში, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია ოპერატიულად განხორციელდა, 14 იანვარს ლავამ გაანადგურა სულ მცირე სამი სახლი. ვულკანის წინა ამოფრქვევის, 18 დეკემბრის შემდეგ, გრინდავიკში განათავსეს სპეციალური ბარიერები, რომლებმაც დასახლება ნაწილობრივ დაიცვა.

დეკემბერში გრინდავიკი დატოვა ქალაქის 4 000-მდე მცხოვრებმა. გარკვეული დროის შემდეგ სახლებს დაუბრუნდა რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებსაც 14 იანვარს ისევ ევაკუაცია დასჭირდათ.

XS
SM
MD
LG