Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დაკარგული კაცის ძებნას პოლიცია განაგრძობს


საილუსტრაციო ფოტო: პოლიციის ავტომობილი
საილუსტრაციო ფოტო: პოლიციის ავტომობილი

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გრძელდება კაცის ძებნა, რომლის დაკარგვის შესახებაც სოციალურ ქსელში 15 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია მისმა ცოლმა.

ცოლი და მეგობრები ახალგაზრდა კაცს 15 იანვრის 17:00 საათის შემდეგ ეძებენ. ახლობლების თქმით, ის ლაბრადორის ჯიშის ძაღლთან ერთად დიღმის მასივის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო.

ფეისბუკზე გუშინვე გავრცელდა ქუჩის სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები, რომლებშიც ჩანდა მამაკაცი ქურთუკით, მოგვიანებით კი მოკლესახელოებიანი მაისურით კვლავ ძაღლთან ერთად.

16 იანვრის დილის მონაცემებით, აღმაშენებლის ხეივანზე ახლობლებმა იპოვეს კაცთან ერთად მყოფი ძაღლი, რომელთან სიახლოვესაც თავადაც შენიშნეს შავი ფერის ჰუდით. თუმცა, იგი ადგილიდან მიიმალა.

დაკარგულის ძებნაში დახმარება ოჯახმა ითხოვა. მისი ფოტოს და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ ფეისბუკპოსტს 16 იანვრის შუადღისთვის 11 ათასი ადამიანი აზიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 74 ადამიანი დაიკარგა, მათგან 39 იპოვეს. მოსაძებნი დარჩა 28 ადამიანი. დაკარგულთაგან ყველაზე მეტი, 33 ადამიანი, 25-დან 45 წლის ასაკისა იყო.

XS
SM
MD
LG