Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუდაური(ფოსტა)-კობის გზაზე გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა


გზა გუდაურში
გზა გუდაურში

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

უწყების ცნობითვე, გზის ამ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტი თავისუფლად იმოძრავებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე კი მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით იმოძრავებს.

XS
SM
MD
LG