Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა იერიში მიიტანა, მისი თქმით, ექსტრემისტების ობიექტებზე პაკისტანში, ისლამაბადის განცხადებით, დაღუპულია ორი ბავშვი


ირანმა იერიში მიიტანა, მისი თქმით, ექსტრემისტების ბაზაზე პაკისტანში, ისლამაბადი აცხადებს, რომ დაღუპულია ორი ბავშვი. 2024 წლის 16 იანვარი
ირანმა იერიში მიიტანა, მისი თქმით, ექსტრემისტების ბაზაზე პაკისტანში, ისლამაბადი აცხადებს, რომ დაღუპულია ორი ბავშვი. 2024 წლის 16 იანვარი

ირანმა იერიში მიიტანა პაკისტანის არეალზე, რომელსაც, ირანის განცხადებით, ბაზად იყენებს ექსტრემისტული ჯგუფი ჯაიშ ალ-ადლი. ამით, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაღრმავდება დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში, სადაც ისრაელი ღაზის სექტორში ომს აწარმოებს.

პაკისტანის განცხადებით, 16 იანვარს განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა ორი ბავშვი, დაიჭრა კიდევ სამი ადამიანი. პაკისტანი თავდასხმას უწოდებს თავისი საჰაერო სივრცის პროვოცირების გარეშე დარღვევას.

ინფორმაციის გარშემო დაბნეულობაა, რადგან გაქრა იერიშის შესახებ ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ცნობები.

პაკისტანის ტერიტორიაზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა საფრთხეს უქმნის ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის, რომლებიც ერთმანეთს ეჭვით ეკიდებიან, თუმცა დიპლომატიურ კავშირებს ინარჩუნებენ.

XS
SM
MD
LG