Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია უკრაინას გაუწევს კიდევ 7 მილიარდ ევროზე მეტის სამხედრო დახმარებას


ფოტო არქივიდან. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი(მარცხნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაშინგტონში, 2022 წლის თებერვალში გამართული შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე
ფოტო არქივიდან. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი(მარცხნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაშინგტონში, 2022 წლის თებერვალში გამართული შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილეს გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მათი სატელეფონო საუბარი 16 იანვარს გაიმართა.

გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინა გერმანიისგან მიიღებს 7 მილიარდ ევროზე მეტის სამხედრო დახმარებას. თავდაპირველი გეგმით, ეს თანხა 4 მილიარდი ევრო უნდა ყოფილიყო, თუმცა ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, რომ გერმანია დაფინანსების გაორმაგებას აპირებდა.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინამ გერმანიისგან მიიღო დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება, მათ შორის ტანკები Leopard-ი და საჰაერო თავდაცვის სისტემები IRIS-T.

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას ყველაზე დიდი, 44 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუწია.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესში რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო ჯერჯერობით ვერ ახერხებს უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად 61 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფას.

XS
SM
MD
LG