Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფონ დერ ლაიენი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდებიან უკრაინის დახმარების პაკეტზე


ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი
ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკავშირის აღმასრულებელი შტოს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 17 იანვარს განაცხადა, რომ, მისი რწმენით, ბლოკის 27-ვე წევრი ქვეყანა შეთანხმდება ერთობლივად გაუგრძელონ ფინანსური დახმარება უკრაინას.

დახმარების პაკეტზე შეთანხმების მიღწევას უნგრეთი ეწინააღმდეგება, რაც ზრდის ალბათობას, რომ დანარჩენ 26 სახელმწიფოს უკრაინასთან ცალ-ცალკე, ორმხრივი შეთანხმებებით მოუწევს თანხების გამოყოფა.

თუმცა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის კანონმდებლებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ გამოსავლის პოვნას 27-ით".

ევროკავშირის ლიდერები გასულ თვეში დათანხმდნენ უკრაინასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დაწყებას, თუმცა უნგრეთმა ვეტო დაადო კიევისთვის 2027 წლამდე დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის გეგმას.

XS
SM
MD
LG