Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საარტილერიო კოალიციის" შეხვედრის წინ საფრანგეთი აცხადებს, რომ უკრაინას მიაწვდის 78 ჰაუბიცას


სებასტიან ლეკორნიუ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი
სებასტიან ლეკორნიუ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნიუს თქმით, საფრანგეთი აწარმოებს და მომავალი წლის დასაწყისამდე უკრაინას მიაწვდის Caesar-ის ტიპის 78 ჰაუბიცას, რათა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მოსაგერიებლად გააძლიეროს კიევის საარტილერიო შესაძლებლობები.

გაზეთ Le Parisien-თან ინტერვიუში - რომელიც გამოქვეყნდა უკრაინის საკითხზე მომუშავე ე.წ. "საარტილერიო კოალიციის" 18 იანვრის შეხვედრის წინ - ლეკორნიუ ამბობს, რომ პირველი ექვსი Caesar-ი, რომლებიც საფრანგეთის არტილერიის სიმბოლოა და 40 კილომეტრზე მეტ რადიუსზე შეუძლია ობიექტების მიზანში ამოღება, უკრაინას უკვე მომავალ კვირებში მიეწოდება.

ამ ტიპის ჰაუბიცების პირველი პარტია უკრაინამ 2022 წლის მაისში მიიღო და მას შემდეგ მათ ფრონტის ხაზზე იყენებს.

"საარტილერიო კოალიცია" წარმოადგენს აშშ-ის და საფრანგეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ჯგუფს და მოიცავს 23 ქვეყანას. კოალიციის შეხვედრას 18 იანვარს ლეკორნიუ უმასპინძლებს პარიზში. ეს ინიციატივა, თავის მხრივ, ნაწილია რამშტეინის საკონტაქტო ჯგუფისა, რომელიც უკრაინის 50 მოკავშირეს აერთიანებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG