Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხან-იუნისთან ბრძოლა საფრთხეს უქმნის ღაზაში კვლავ მოქმედ უდიდეს საავადმყოფოს


ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში ინტენსიური შეტაკებებია. 2024 წლის 18 იანვარი
ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისში ინტენსიური შეტაკებებია. 2024 წლის 18 იანვარი

ისრაელის ძალებმა, რომლებიც იბრძვიან ღაზის სექტორის სამხრეთის მთავარ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ცეცხლი გაუხსნეს ანკლავში კვლავ მოქმედი ყველაზე დიდი საავადმყოფოს სიახლოვეს არსებულ არეალებს. ქალაქის ნანგრევებად გადაქცევის შიშით, საავადმყოფოს პაციენტებს და მოსახლეობას გაქცევა მოუწიათ.

ხან-იუნისში მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე ინტენსიური ბრძოლაა. ეს არის ქალაქი, რომელსაც თავს აფარებდა ღაზის ჩრდილოეთიდან ომს გამოქცეული ასიათასობით ადამიანი.

საქველმოქმედო ორგანიზაცია "ექიმები უსაზღვრებოდ", რომლის ექიმებიც ხან-იუნისის ნასერის საავადმყოფოში მუშაობენ, აცხადებს, რომ პაციენტებმა და გადაადგილებულმა პირებმა ქალაქი პანიკაში დატოვეს.

XS
SM
MD
LG