Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში კორუფციის ბრალდებით დააკავეს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე


პოლონეთ-ბელარუსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. 23 დეკემბერი, 2021.
პოლონეთ-ბელარუსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. 23 დეკემბერი, 2021.

პოლონეთში დააკავეს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე პიოტრ ვავჟიკი. მას ბრალად ედება ანგარებიანი მოსაზრებებით სამსახურებრივი მოვალეობების გადამეტება. საქმე ეხება დარღვევებს ზოგიერთი ქვეყნის, პირველ რიგში აზიის ქვეყნების, მოქალაქეთათვის პოლონეთის ვიზების გაცემასთან დაკავშირებით.

ყოფილი ჩინოვნიკი ეჭვმიტანილია იმაში, რომ ის ფულს იღებდა პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ ვიზების გაცემის დაჩქარებაში.

ვავჟიკი, რომელიც ყოფილი მმართველი პარტიის, „სამართლისა და სამართლიანობის“ წარმომადგენელია, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 2019 წლიდან იყო პასუხისმგებელი საკონსულო საკითხებისთვის.

2023 წლის აგვისტოში ის მოულოდნელად მოხსნეს თანამდებობიდან. 17 იანვარს ის ლიუბლინში დააკავეს ცენტრალური ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა. ბრალდების წაყენების შემდეგ ვავჟიკი გირაოთი გაათავისუფლეს.

ბრალდებები ეხება უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში პოლონეთის ასობით ვიზის გაცემას. ლაპარაკია პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობაზე ჰონგ-კონგში, ტაივანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ინდოეთში, საუდის არაბეთში, სინგაპურში, ფილიპინებსა და კატარში, იტყობინება პოლონეთის რადიო.

გავრცელებული ცნობებით, ისეთი ქვეყნების მოქალაქეებს, როგორებიცაა პაკისტანი და ბანგლადეში, ვიზებისთვის 5 ათას დოლარს ახდევინებდნენ. ვიზების თაობაზე სკანდალის შესახებ ცნობილი გახდა სექტემბერში, როცა „სამართალი და სამართლიანობა“ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყო. მან მოსახლეობის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, ვინაიდან მესამე ქვეყნების მოქალაქეთა ჯგუფებისთვის ვიზების ფულით გაცემა ეწინააღმდეგებოდა მმართველი პარტიის ოფიციალურ რიტორიკას მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე.

XS
SM
MD
LG