Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში 50-ზე მეტი დასახლებული პუნქტი კვლავაც ელექტრომომარაგების გარეშეა უამინდობის გამო


უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს თანახმად, 19 იანვარს 51 დასახლებული პუნქტი კვლავაც ელექტრომომარაგების გარეშეა უამინდობის გამო.

„ელექტრომომარაგებაში დაბრკოლებების ყველაზე დიდი რაოდენობაა სუმის ოლქში. 35 დასახლებულ პუნქტში 2500-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროდენის გარეშეა“, - განაცხადა სამინისტრომ.

კვლავაც ელექტრომომარაგების გარეშე არის 12 დასახლებული პუნქტი ჩერნიგოვის ოლქში და ოთხი - კიროვოგრადის ოლქში.

18 იანვარს ხერსონში ელექტრომომარაგება აღუდგა 14600 მომხმარებელს, მაგრამ ქალაქში 3700 ადამიანი კვლავაც დენის გარეშეა დნეპრის გაღმა ნაპირიდან რუსეთის ჯარების მიერ წარმოებული საარტილერიო იერიშების გამო.

XS
SM
MD
LG