Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მინისტრები შეხვედრებს გამართავენ ისრაელელ და პალესტინელ დიპლომატებთან


22 იანვარს ევროკავშირის მინისტრები ბრიუსელში შეხვდებიან ისრაელელ და პალესტინელ კოლეგებს.
22 იანვარს ევროკავშირის მინისტრები ბრიუსელში შეხვდებიან ისრაელელ და პალესტინელ კოლეგებს.

ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები 22 იანვარს რამდენიმე შეხვედრას გამართავენ ისრაელის, პალესტინელთა ავტონომიისა და წამყვანი არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. განხილვის საგანი იქნება ღაზაში მიმდინარე ომი და სამომავლო სამშვიდობო გადაწყვეტის პერსპექტივები - იუწყებიან ოფიციალური პირები.

გავრცელებული ცნობებით, ბრიუსელში ვიზიტის დროს ერთმანეთს არ შეხვდებიან ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი და პალესტინელთა ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრი რიად ალ-მალიკი.

ევროპის ქვეყნების მინისტრებთან შეხვედრებს გამართავენ ასევე ეგვიპტის, იორდანიისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - იმ ფონზე, როცა ღრმავდება შეშფოთება კონფლიქტის ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გაფართოების თაობაზე.

XS
SM
MD
LG