Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ ძებნა გამოაცხადა კომპარტიის ლიდერზე


პეტრო სიმონენკო, უკრაინის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი
პეტრო სიმონენკო, უკრაინის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი

უკრაინამ ძებნა გამოაცხადა აკრძალული კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელ პეტრო სიმონენკოზე. უკრაინის უშიშროების სამსახური მიიჩნევს, რომ სიმონენკოს კიევიდან ევაკუაციის ოპერაცია რუსეთის სპეცრაზმმა განახორციელა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სიმონენკო 2023 წლის 19 აგვისტოს გაუჩინარდა.

თუმცა ჯერ კიდევ 11 აგვისტოს უკრაინის უშიშროების სამსახურმა (სბუ) განაცხადა, რომ სიმონენკო ეჭვმიტანილი იყო რუსეთის აგრესიის გამართლებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების საჯარო მოწოდებებში.

ამავდროულად, სბუ ამტკიცებდა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სიმონენკო ბელარუსის გავლით რუსეთში გადაიყვანა რუსულმა სპეცრაზმმა.

„კიევის რეგიონის ოკუპაციის დროს მან მიმართა რუსეთის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აგრესორ სახელმწიფოში „ევაკუაციის“ თხოვნით“, - ნათქვამია სბუ-ს განცხადებაში.

რუსეთში სიმონენკომ დაიკავა "საერთაშორისო კომუნისტური გაერთიანების „კომუნისტური პარტიების კავშირის - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის" ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა.

უკრაინაში კომუნისტური პარტია აკრძალულია და არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში ან ჩაერთოს რაიმე სხვა საქმიანობაში.

1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში სიმონენკო იყო ერთ-ერთი მთავარი უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელმაც არაერთხელ მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. ის ასევე იყო უმაღლესი რადის ერთ-ერთი უდიდესი ფრაქციის ლიდერი.

თუმცა 2014 წლის რევოლუციის შემდეგ, კომუნისტური პარტიის მხარდამჭერთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მას ხმა მისცა ამომრჩეველთა დაახლოებით 13%-მა, 2014 წელს კი ხმების მხოლოდ 4%-ზე მიიღო და ვერ გადალახა რადაში გასასვლელად საჭირო 5%-იანი ბარიერი.

XS
SM
MD
LG