Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვა, ახლო აღმოსავლეთთან ერთად, მთავარი საკითხია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე


ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი
ჟოზეპ ბორელი, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი

რუსეთის ძალებისგან უკრაინის თავდაცვა მთავარ პრიორიტეტად რჩება ევროკავშირისთვის და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები არ გამოიწვევს ამ საკითხიდან ყურადღების გადატანას - ამბობს ბლოკის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი.

ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიმდინარე წელს ატარებენ თავიანთ პირველ შეხვედრას, რომლის მთავარი თემებიც უკრაინა და ახლო აღმოსავლეთია.

"უკრაინა პროგრამის პირველი საკითხია", - უთხრა ბორელმა ჟურნალისტებს 22 იანვრის შეხვედრის დაწყებამდე. "ის ფაქტი, რომ ჩვენ ახლო აღმოსავლეთისთვის გამოსავალს ვეძებთ, არ ნიშნავს, რომ არ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას", - აღნიშნა მან.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე გამოვიდნენ პოზიციით, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მისაღწევად ერთადერთი გზა პალესტინელთა სახელმწიფოს დაარსებაა და შეშფოთება გამოხატეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მხრიდან ამ იდეის მკაფიოდ უარყოფის გამო.

ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრაზე ცალ-ცალკე წარდგებიან ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი და პალესტინელთა საგარეო საქმეთა მინისტრი რიად ალ-მალიკი.

XS
SM
MD
LG