Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს გაზის ტერმინალში მომხდარ ხანძარში


მეხანძრეები გაზის ტერმინალთან. უსტ-ლუგა. 2024 წლის 21 იანვარი
მეხანძრეები გაზის ტერმინალთან. უსტ-ლუგა. 2024 წლის 21 იანვარი

კრემლი უკრაინას სდებს ბრალს აფეთქებაში, რომელიც 21 იანვარს მოხდა გათხიერებული ბუნებრივი გაზის (LNG) ტერმინალში, ბალტიის რუსეთის პორტ უსტ-ლუგაში. უკრაინა "დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ხალხზეც ახორციელებს", - ასე უპასუხა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას კითხვა დაუსვეს ხანძარზე, რომლის გამოც ესტონეთის საზღვართან ახლოს მდებარე ამ ტერმინალში ზოგიერთი ოპერაცია შეწყდა.

რუსეთის ენერგეტიკული კომპანიის, Novatak-ის მართვაში მყოფ ტერმინალზე ხანძარი გაჩნდა მალევე მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები, რომ არეალში დრონი შენიშნეს.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი ორმა აფეთქებამ გამოიწვია.

რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრ დროჟდენკო ტელეგრამით წერს, რომ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია და რომ ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მეხანძრეები და საგანგებო ვითარებების სამინისტრო.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად კომენტარს არ აკეთებს რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებზე, რომლებშიც მოსკოვი კიევს ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG