Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამაბადი და თეირანი აცხადებენ ელჩების დაბრუნებისა და პაკისტანში ირანის მინისტრის ვიზიტის შესახებ

პაკისტანი და ირანი ერთობლივ განცხადებაში ლაპარაკობენ ელჩების დაბრუნებაზე და ისლამაბადში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე. 2024 წლის 22 იანვარი
პაკისტანი და ირანი ერთობლივ განცხადებაში ლაპარაკობენ ელჩების დაბრუნებაზე და ისლამაბადში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე. 2024 წლის 22 იანვარი

ირანმა და პაკისტანმა ერთობლივ განცხადებაში თქვეს, რომ მათი ელჩები თავ-თავიანთ პოსტებს დაუბრუნდებიან და რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მომავალ კვირაში ისლამაბადში ჩავა. ეს არის ნიშანი, რომ მეზობელი ქვეყნები დაძაბულობის განმუხტვას ცდილობენ.

პაკისტანმა თეირანიდან თავისი ელჩი გამოიწვია და ირანის ელჩს ისლამაბადში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა მას მერე, რაც ირანსა და პაკისტანს შორის გასულ კვირაში სროლა იყო, მხარეების თქმით, სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ.

22 იანვარს გავრცელებული განცხადების თანახმად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი პაკისტანს 29 იანვარს ეწვევა.

XS
SM
MD
LG