Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: პოლონეთი დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს უკრაინისთვის


პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი. 2024 წლის 22 იანვარი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი. 2024 წლის 22 იანვარი

პოლონეთი დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს უკრაინისთვის - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 იანვარს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზები, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე.

თავდაცვის პაკეტი არის "თანამშრომლობის ახალი ფორმა, რომელიც მიემართება იარაღის მსხვილ შესყიდვებს უკრაინის საჭიროებებისთვის", - ზელენსკის ამ სიტყვებს მისი პრესსამსახური ავრცელებს.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პოლონეთს მზაობისთვის, დაიწყოს მუშაობა ორმხრივ ხელშეკრულებაზე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის და ორი ლიდერი მიესალმა იარაღის ერთობლივი წარმოების არსებულ გეგმებს.

ტუსკმა, რომელიც პოლონეთის პრემიერის პოსტზე დეკემბერში დაბრუნდა, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "პოლონეთში არავინ ეჭვობს" უკრაინის სამომავლო მხარდაჭერაზე. "პოლონეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ ომში გაიზარდოს უკრაინის გამარჯვების შანსი", - თქვა ტუსკმა.

XS
SM
MD
LG