83 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და ჯგუფ Boney M.-ის შემქმნელი ფრენკ ფარიანი (ნამდვილი სახელია ფრანც როიტერი). ამის შესახებ BBC News-ი ფარიანის ოჯახზე დაყრდნობით იუწყება. იგი თავის სახლში, აშშ-ის ფლორიდის შტატში, მაიამიში, გარდაიცვალა.
ფარიანი იყო ჯგუფ Boney M.-ის დამფუძნებელი. იგი ავტორია ისეთი ჰიტებისა, როგორებიცაა Rasputin-ი და Daddy Cool-ი.
ფარიანი 70-80-იანი წლების ყველაზე წარმატებულ გერმანელ პროდიუსერად ითვლებოდა. მისი ჩანაწერები 800 მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა.