Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო რადიო "სპუტნიკი" სომხეთში მაუწყებლობას განაახლებს


საილუსტრაციო ფოტო: რუსული მედიის მიკროფონები
საილუსტრაციო ფოტო: რუსული მედიის მიკროფონები

სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიამ გააუქმა კომპანია "ტოსპასთვის" მაუწყებლობის ადრე დაწესებული აკრძალვა. სწორედ აღნიშნული კომპანია ახორციელებდა რუსულ რადიოსადგურ Sputnik Armenia-ს რეტრანსლაციას, რომელიც 25 იანვრიდან კვლავ განახლდება.

დეკემბერში ამავე კომისიამ მაუწყებლობის ლიცენზია 30 დღით შეაჩერა, ხოლო 500 ათასი დრამით (დაახლოებით 1200 აშშ დოლარით) დააჯარიმა კომპანია, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე „სპუტნიკის“ რეტრანსლაციას უზრუნველყოფდა.

ასეთი სანქციის მიზეზი გახდა რუსი ტელე- და რადიოწამყვანის, ტიგრან კეოსაიანის საავტორო გადაცემა. კომისიამ ჩათვალა, რომ შარშანდელი 17 ნოემბრის გადაცემაში იგი სომხეთსა და მის მოქალაქეებზე "დამცინავი და დამამცირებელი ტერმინებით" საუბრობდა და აშკარად ძალადობისკენ მოუწოდა მსმენელებს, როდესაც აცხადება, რომ აინტერესებდა, „დარჩებოდა თუ არა ცოცხალი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი" მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ.

კეოსაიანი კრემლის ცნობილი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქმარია. ცოლ-ქმარს დასავლეთმა დაუწესა სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის აშკარა მხარდაჭერისთვის.

XS
SM
MD
LG