Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა შვედეთის განაცხადი ნატოში გაწევრიანების შესახებ


თურქეთის პარლამენტმა სამშაბათს, 23 იანვარს, გამართულ სესიაზე დაამტკიცა შვედეთის განაცხადი ნატოში გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ იუწყება Bloomberg-ი, რომელიც იხსენებს, რომ ალიანსის წევრმა თურქეთმა შვედეთის განაცხადის რატიფიცირებას წელიწადზე მეტი დრო მოანდომა.

სანაცვლოდ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სტოკჰოლმს რამდენიმე პირობის შესრულება მოსთხოვა. უპირველეს ყოვლისა, ქურთთა მუშათა პარტიის იმ აქტივისტების ექსტრადირება, რომლებმაც თავშესაფარი მიიღეს შვედეთში და რომლებსაც თურქეთის ხელისუფლება ტერორისტებად მიიჩნევს.

გარდა ამისა, თურქეთმა მოითხოვა შვედეთის მიერ თურქეთისათვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს გაუქმება. ერდოანმა შვედეთში მუსლიმთა წმინდა წიგნის, ყურანის დაწვის ქმედებები გააკრიტიკა და მათი აკრძალვა მოითხოვა.

ახლა თურქეთის პარლამენტის მიერ რატიფიცირებული დოკუმენტი ერდოანს ხელმოწერისთვის დაუბრუნდება. თურქეთის მხრიდან დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, შვედეთის ნატოში გაწევრიანების ბოლო დაბრკოლება იქნება კავშირის კიდევ ერთი ქვეყანა, უნგრეთი. ალიანსის წესდების თანახმად, ნატოს ბლოკში ახალი წევრები ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მიიღება.

XS
SM
MD
LG