Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში რუსული "მკვდრების პარტიის" ყრილობა ჩატარდა


"მკვდრების პარტიის" ყრილობა თბილისში
"მკვდრების პარტიის" ყრილობა თბილისში

გასული კვირის ბოლოს თბილისში რუსული „მკვდრების პარტიის“ ყრილობა ჩატარდა. დელეგატებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად პოლიტიკური გვამის წარდგენა გადაწყვიტეს. ჩამოაყალიბეს შემდეგი ლოზუნგები: „გვამი პრეზიდენტად“, „გვამი სჯობს პუტინს“, „პუტინი გვამზე უარესია“ და ა.შ.

„მკვდრების პარტია“ არის რუსული არტპროექტი, რომელიც არტაქტივიზმს ეწევა. ის მხატვარმა მაქსიმ ევსტროპოვმა 2017 წელს ჩამოაყალიბა. მან რუსეთი დატოვა უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

როგორც რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ „მკვდრების პარტიაში“ უთხრეს, ყრილობა თბილისში, მიტოვებულ გოგირდის აბანოებთან გაიმართა. ყრილობაზე წარადგინეს „კანდიდატი სიურპრიზიც“ - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.

„ისე მოხდა, რომ ხელთ ჩაგვივარდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების, რომელშიც ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობდა და წარმატებას ვერ მიაღწია, გამოუყენებელი სააგიტაციო მასალები. ჩვენ გადავწყვიტეთ, მისთვის მეორე შანსი მიგვეცა - უპირველეს ყოვლისა, ეკოლოგიური მოსაზრებებით და მეორეც, ცხოვრება ტანჯვის უწყვეტი ნაკადია და რატომ არ ვასიამოვნოთ ადამიანს. თუმცა ყრილობაზე ამ კანდიდატს არ დაუჭირეს მხარი, მისი კანდიდატურის წამოსაყენებლად საჭირო საინიციატივო ჯგუფის შექმნასაც არ მოჰყვა მხარდაჭერა (ვინაიდან მკვდრებს არ აქვთ ინიციატივები), - ნათქვამია ყრილობის პასუხში.

2022 წლის სექტემბერში სანქტ-პეტერბურგში სამართალდამცველებმა „მკვდრების პარტიის“ აქტივისტები გაჩხრიკეს. 2022 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმ ევსტროპოვზე ძებნა გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG