Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რესპუბლიკურის" თანამშრომლებს დასაქმებას თბილისსა და რეგიონებში სთავაზობენ


"რესპუბლიკური საავადმყოფო"
"რესპუბლიკური საავადმყოფო"

ჯანდაცვის სამინისტრო თბილისის "რესპუბლიკური საავადმყოფოს" მოქმედ თანამშრომლებს დასაქმებას სთავაზობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კლინიკებში. ინფორმაციას ავრცელებს სამინისტროს პრესსამსახური.

შეთავაზებული კლინიკებია:

  • რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო;
  • ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო;
  • საჩხერის რაიონული საავადმყოფო;
  • პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა;
  • ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების; საუნივერსიტეტო კლინიკა;
  • გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური კლინიკა;
  • ჯეო ჰოსპიტალის ქსელი;
  • კავკასიის მედიცინის ცენტრი;
  • ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი;
  • თბილისის ცენტრალური საავადმყოფო;
  • იმედის კლინიკა;
  • დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი;
  • თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი.

მთავრობამ საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება 22 იანვარს მიიღო, რამდენიმე საათში კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თანამშრომლებს 4 წინადადება შესთავაზა. ამ შეთავაზებებიდან არცერთი არ არის ახლა მისაღები აქციაზე შეკრებილთათვის. ექიმები ამბობენ, რომ ამ ოთხი შეთავაზებიდან არცერთი არ გულისხმობს მათ უპირობო დასაქმებას.

რესპუბლიკურის მოქმედ თანამშრომლებს, კერძოდ, სთავაზობენ:

  • დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლაზე - მიიღებს 12-თვიან კომპენსაციას, თუ არ მუშაობს სხვა სამსახურში;
  • დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლაზე - მიიღებს 4-თვიან კომპენსაციას, თუ მუშაობს სხვაგან;
  • თუ არ დაწერს სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებას, იმავე თანამდებობაზე დასაქმებას სთავაზობენ (მხოლოდ) ერთ რომელიმე სხვა კლინიკაში - ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების დადებიდან 7 დღის ვადაში ასეთ ადამიანს გადაეცემა 4-თვიანი კომპენსაცია;
  • თუ რესპუბლიკურის მოქმედ თანამშრომელს მსგავს თანამდებობას სხვა კლინიკაში ვერ შესთავაზებენ, იმდენი ხნის განმავლობაში (3 წლის ვადაში) მიიღებს ხელფასის ოდენობის კომპენსაციას, სანამ სხვა ორგანიზაციაში არ დასაქმდება.

რესპუბლიკურის თანამშრომლები მოითხოვენ, კლინიკის დემონტაჟსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მთავრობამ მათი ჩართულობით მიიღოს. მათ გუშინ და დღეს აქციები გამართეს.

XS
SM
MD
LG